LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება, ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულების, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია“

112
გია ვოლსკი

„ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება, ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია“, – ასე უპასუხა პალამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას: „რა გზავნილია, როცა ევროკავშირის საელჩო დროშის დღეს გვილოცავს და მისალოც ვიდეორგოლში გამოყენებულია აქციის კადრები“.

გია ვოლსკის სიტყვებით, „ასეთი მილოცვა არის უტიფრობა, რადგან გამოხატავს კონკრეტულ მიზანს: წაახალისოს საქართველოში ექსტრემიზმი და განახორციელოს თავისი მიზნის რეალიზაცია, რომელიც საქართველოს არანაირ სიკეთეს არ უქადის“.

„ბრიუსელი, ეს არის ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად არათუ საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს, არამედ ყოველგვარი რესურსი აქვს დაკარგული, მოახდინოს თავად ევროკავშირში კოორდინაცია ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მშვიდობისაკენ სვლას შეუწყოს ხელი და ის ფუნქცია განახორციელოს, რისთვისაც კონკრეტულ თანამდებობებზე ნიშნავენ და ირჩევენ პირებს, რომლებიც მასობრივად და ინტენსიურად, განსაკუთრებით ბალტიისპირელები კონკრეტული მიზნით დაგვიპირისპირდნენ. მიზანი ყოველდღიურობაში აისახება.

ასეთი მილოცვა არის უტიფრობა, რადგან გამოხატავს კონკრეტულ მიზანს: წაახალისოს საქართველოში ექსტრემიზმი და განახორციელოს თავისი მიზნის რეალიზაცია, რომელიც საქართველოს არანაირ სიკეთეს არ უქადის, არამედ შეუქცევადი ნგრევის პროცესს, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ საომარ ურთიერთობაში, რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, სხვა ქვეყნებმა ის როლი უნდა შეასრულონ, რომელიც მათ გამოუწერეს. რა როლიც გამოუწერეს ამას უკრაინაში ვხედავთ“, – თქვა გია ვოლსკიმ.

დღეს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g