LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „ღალატი პროფესიად იქცა და ამის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, ცდილობს, სააკაშვილი ჩაანაცვლოს და ოპოზიცია თავის გარშემო გააერთიანოს“

158
გია ვოლსკი

„ღალატი პროფესიად იქცა და ამის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, დროშა მოიპარა და ისევ ამბობს, პრეზიდენტი ვარო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი „ცდილობს, სააკაშვილი ჩაანაცვლოს და ოპოზიცია თავის გარშემო გააერთიანოს“.

„ისევ ამბობს, პრეზიდენტი ვარო, ჯერ ერთი, ეს სისულელეა, მაგრამ ამ სისულელის უკან ცდილობს, რომ სააკაშვილი ჩაანაცვლოს და ოპოზიცია თავის გარშემო გააერთიანოს.

მან ასეთი როლი შექმნა კარნახით, რასაკვირველია. როგორ ასრულებს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოსთვის სიკეთე არავის უნდა. საქართველოს დამარცხებაა მათი მთავარი იდეა. დამარცხება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ევრობიუროკრატიის გარკვეული ინტერესები გაატარონ საქართველოში, რომ თუ ვერ შედგა რუსეთის და ამერიკის დაპირისპირება, ვერ აინთო ცეცხლი, თუ ვერ შედგა ომი, ახლა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირების პოლიგონი შედგეს. ეს მათი ამოცანაა, ეს მარიონეტული ჯგუფია. ეს არ წარმოადგენს რაიმე თვითმყოფად პოლიტიკურ სტრუქტურას, ან კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც გარკვეული იდეა აქვთ, ეს არის ანტიქართული წარმონაქმნი. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ეს ადამიანები მონაწილეობენ“, – თქვა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g