ხომ არ იქნება დამაბრკოლებელი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე ის განცხადებები, რომელიც ოპონენტების მხრიდან ანტიდასავლურ რიტორიკად ფასდება” – ამ კითხვას “ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ უპასუხა.
“აბსოლუტურად არ ვუჭერ მხარს რაღაცებზე, ყველაფერზე განცხადებების კეთებას და ზოგს სწორად მიაჩნია ეს, იმიტომაც გავიყავით, თორემ მე დიმიტრი ხუნდაძესთან, მიხეილ ყაველაშვილთან და სოზარ სუბართან უახლოეს მეგობრობაზე უარი კი არ მითქვამს, არ მიმაჩნია სწორედ, ჯერ ეს ერთი. მაგრამ იმის თქმა, რომ ამათმა ანტიდასავლური განცხადებები გააკეთეს, ეს არის ანტიდასავლური განცხადება სწორედ”, – ამბობს გია გოლსკი.
