LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი“

307
გია ვოლსკი და სალომე ზურაბიშვილი

„სცენარი შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი – ეს არის იდეა, სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურის როლი უნდა შეესრულებინა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას სურს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერი შექმნან.

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ის აგრესიულ თავდასხმები თითქმის ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან, რომელიც დღეს მის გარშემო ერთიანდება და ის ბილწსიტყვაობა, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული, რასაკვირველია, არსად არ დაკარგულა. უბრალოდ, სცენარი შეიცვალა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა უნდა ჩაანაცვლოს სისხლში ხელებგასვრილი სააკაშვილი – ეს არის იდეა.

სწორედ ამიტომ აღარ ახსენებენ სააკაშვილს, რომელსაც მომაკვდავი დემოკრატიის შუქურას როლი უნდა შეესრულებინა.

„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას – ასევე, 31 მარტისთვის აქციას ამზადებს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ეს როლი ვერ შეასრულა. ახლა სალომე ზურაბიშვილზე გადმოერთნენ, რომელმაც თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, შეურაცხყოფა მიაყენა და იმ ადამიანების გვერდით დადგა, ვინც საქართველოში ეს უბედურება განაპირობა – ტერიტორიების მთლიანობის დარღვევიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით დამთავრებული.

„31 მარტისთვის ერთობლივად დავიწყებთ მზადებას – მაქსიმალური გაერთიანება და ძალისხმევა არის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს“ – თინა ბოკუჩავა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები განცხადებებს აკეთებენ.

ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რომლისგანაც უნდათ, რომ ლიდერი შექმნან, ვინაიდან ყველა სხვა დანარჩენი დისკრედიტირებულია.

იქ ვიღაცები გამოჩნდება, ვინც გააკრიტიკებენ და იტყვიან, რომ ეგ ლიდერი არ არის, ჩვენ ვართ, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე და თეონა აქუბარდიაა ლიდერი, მაგრამ ფაქტია, რომ სცენარი სწორედ ასე უნდა განვითარდეს. მე სერიოზულ შეცდომებს ვხედავ ამაში.

ოპოზიციის შიგნით [შეცდომები] ერთია, მაგრამ ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაში არათუ შეცდომები, არამედ დანაშაულებია ჩადენილი. არ შეიძლება ქვეყანას ასე მოეპყრო იმ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ ერთი ხელისუფლება მეორეთი ჩაანაცვლო“. – განაცხადა ვოლსკიმ.

ცოტნე კობერიძე: „სალომე ზურაბიშვილი იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომ ლიდერად წარმოვიდგინო პროცესის, რომლის ქვეშაც პლატფორმები უნდა კეთდებოდეს – ეს ჩემი პოზიციაა და არა კოალიციის, თუ პროცესებმა ასეთი სახე მიიღო, მე იქ არ ვიქნები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g