კომპოზიტორ გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განaცხადეს. მათი ინფორმაციით, დიდუბის პანთეონში დაკრძალვა თავად კომპოზიტორის სურვილი იყო.
დღეს, 14:00 საათზე მას რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.
84 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი გარდაიცვალა. ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და ხშირად გადიოდა მკურნალობის კურსს. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.
გია ყანჩელმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ, 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანად.
გია ყანჩელის ყველა მელოდია შესანიშნავია
გია ყანჩელის 5 დაუვიწყარი მელოდია
სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.
1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.