მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის.
მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში აღარაა, შეინარჩუნა ადამიანური მიდგომები და წესიერება.
„მე ვთხოვე გრიგოლ ვაშაძეს, ჩემს ძველ თანამებრძოლს და ბრწყინვალე დიპლომატს, მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.
სახალხო დამცველთან და “ემპათიასთან” ერთად, მანაც შეუწყო ხელი იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, გამოკვლევებისთვის ნამდვილ სამოქალაქო კლინიკაში გადამიყვანეს, სადაც დადასტურდა ყველა კონსილიუმის გამოტანილი დიაგნოზი.
ახლა გიამ ჩემთვის საჭირო მკურნალობის გადაწყვეტის საკითხიც ითავა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მის მიერ ვერ გადაწყდება, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ იმ პირობებშიც კი, როცა გია აღარაა ჩვენს პარტიაში, ადამიანური მიდგომები და წესიერება შეინარჩუნა.
უბრალოდ მადლობის დაწერა მსურდა“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.