LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიდასტურებთ, პარტია ძალიან მალე დაფუძნდება, ღონისძიებისთვის ყველაფერი მზად არის: ლილუაშვილი

95
ბექა ლილუაშვილი

გიორგი გახარიას თანაგუნდელი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ადასტურებს, რომ ახალ პარტიას ძალიან მალე დააფუძნებენ, თარიღი უკვე ჩანიშნულია და ღონისძიებისთვის ყველაფერი მზად არის.

ლილუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის დაფინანსება გამჭვირვალე პროცესია და როცა შემოწირულობებისა და დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები გაჩნდება, პროცესიც გამჭვირვალე გახდება:

“პარტიის დაფინანსების თაობაზე ბევრი ვერსია მოვისმინეთ. მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მივისმინეთ ვერსია, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს. იყო პარტიული კვლევები და რეალობა გახდა ნათელი, რომ ყველა გზებით, მათ შორის სხვადასხვა მედია-საშუალებებით “ფეიკნიუსების” გავრცელებით დისკრედიტაციას ცდილობენ. მთელი შინაარსი ამაშია. ზოგადად, პარტიის დაფინანსება გამჭვირვალე პროცესია. როცა პარტია დაფუძნდება და გაჩნდება შემოწირულობებისა და დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, პროცესი გამჭვირვალე იქნება.” – თქვა ლილუაშვილმა.

უმრავლესობიდან გასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პარტიას ჩხარტიშვილი ან კეზერაშვილი აფინანსებს:

“ნაცები” გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, “ქართული ოცნება” გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს – ეს ყველაფერი რეალურად, არის სასაცილო ტყუილი.” – თქვა ბუჩუკურმა.

გიორგი გახარიას ამნისტია არ სჭირდება, წერტილი! – ანა ბუჩუკური

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g