LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიდასტურებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძეც განიხილება: გია ვოლსკი

57
BeFunky-collage (5)

გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მმართველ გუნდშიც ემხაურებიან.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოდნავი განსხვავება ოპოზიციების პოზიციებში არანაირად არ ნიშნავს იმას , რომ მათ კვლავ არ ექნებათ სურვილი გაერთიანდნენ თუნდაც ერთი კანდიდატის გარშემო.

საკითხთან დაკავშირებით,  ჟურნალისტების კითხვას, რამდენად განხილება კახა კალაძე მმართველი გუნდის მერობის კანდიდატად, ვოლსკი ასე პასუხობს:

“გიდასტურებთ, კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილება, მათ შორის”- აღნიშნავს გია ვოლსკი და დასძენს, რომ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როცა გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ- დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ შექმნილ ვითარებას“ – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g