„ივანიშვილმა კობახიძესა და ღარიბაშვილის პოლიტიკური ტონალობის გარდა მიანიჭა გამხმოვანებლების ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე თუ საით წავა ქვეყანა, ამაზე მძიმე დიაგნოზი რა შეიძლება იყოს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახალხო დამცველზე გაკეთებულ განცხადებების შეფასებისას თქვა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს სახალხო დამცველი სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული, „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში სრულიად ლოგიკურია.
„კობახიძე და ღარიბაშვილი ყველა ეტაპზე, ამ ზოგადად სამარცხვინო ივანიშვილის გარემოცვის ყველაზე უფრო სამარცხვინო ნაწილი იყვნენ. ახლა ეს ადამიანები არიან განმსაზღვრელი არა მარტო პოლიტიკური ტონალობისა, მათ მიანიჭა ეს ფუნქცია ივანიშვილმა, არამედ იმაზეც საერთოდ ქვეყანა სად წავა, ამაზე მძიმე დიაგნოზი რა შეიძლება იყოს.
ის, რომ ამ ადამიანებს, ამ სამარცხვინო ფორმით სამიზნედ ჰყავთ ამორჩეული სახალხო დამცველი, იმის გამო რომ ეს ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს, აბსოლუტურად ლოგიკურია, ასეთი რეჟიმის პირობებში“, – განაცხადა ბოკერიამ.
ლომჯარიამ დაადასტურა ჩვენი ეჭვები, რომ პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში: მაჭარაშვილი