გიგა ცხელიშვილი ტყუპებთან ერთად ახალ კადრებს აქვეყნებს და მათ გულშემატკივრებსა და სრულიად საქართველოს ახალ 2026 წელს ულოცავს.
„ახალ წელს ვიწყებთ ახალი ზიზიებით… გილოცავთ“, – წერს გიგა ცხელიშვილი.
კომენტარებში საყვარელ ტყუპებს უამრავი კეთილი სურვილი და მოწონება აქვს.
ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი, შორენა ონიანის მეუღლე შვილების, დაჩის და დანიელის კადრებს ხშირად უზიარებს თავის გამომწერებს.
ცნობისათვის, გიგა ცხელიშვილის მეუღლე, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გასული წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.
„ჩვენი, სამივეს დედა უფროა დედაჩემი“ – რას წერს გიგა ცხელიშვილი დედაზე
