LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ფარულავა: „სასამართლოს დაწვის მცდელობა, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები, ხელსაყრელია „ოცნების“ პროპაგანდისთვის და ახარებს ჩვენს მტერს“

110
გიგა ფარულავა

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიგა ფარულავა ეხმაურება.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალეკო ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ავრცელებს

გიგა ფარულავას განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა და პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები არის ის ქმედებები, რაც ხელსაყრელია „ქართული ოცნებისთვის“.

„რაც ვიხილეთ, პირველ რიგში, ეს არის მავნებლური და უმძიმესი დანაშაული. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა, პროვოკაციული, რევოლუციური სცენარები – არის ის ქმედებები, რაც ხელსაყრელია „ოცნებისთვის“ და ახარებს ჩვენს მტრებს.

ეს კონკრეტული ქმედება, მავნებლური და უმძიმესი დანაშაულია. მსგავსი ტიპის დანაშაულები, სასამართლოს დაწვის მცდელობა, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები, რომელიც 4 ოქტომბერს იყო და რომლის შედეგებიც დღეს ნათელია, ხელსაყრელია „ოცნების“ პროპაგანდისთვის და ამავდროულად, ახარებს ჩვენს მტერს. ეს ჩვენთვის მიუღებელია და თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პრაგმატული მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებაა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

შსს: ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა

„ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად უსამართლო სასამართლოს მიმართ, ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად – შაბათი დღე აირჩია, რომ არავინ დაზიანებულიყო“ – ადვოკატი

„ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია“ – „ლელო – ძლიერი საქართველო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g