LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგანტური თვითმფრინავი Airlander 10 აფრინდა (ვიდეო)

42

მსოფლიოში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი Airlander 10 აფრინდა. გიგანტური, ჰელიუმით შევსებული დირიჟაბლის ფორმის Airlander 10 პირველად ასობით მაყურებლის თვალწინ ცენტრალური ინგლისის მინდვრებიდან გაეშვა.

თვითმფრინავი კომპანია Hybrid Air Vehicles Ltd-მ შექმნა. მისი საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ გირვანქა სტერლინგია. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, Airlander 10 მოიხმარს ნაკლებ საწვავს ვიდრე ჩვეულებრივი თვითმფრინავი, შეუძლია წაიღოს უფო მძიმე ტვირთი და დარჩეს ჰაერში რამდენიმე დღე.

”რასაც ის აკეთებს და გააკეთებს, არის ფრენა, წერტილიდან წერტილამდე, მსგავსად გიგანტური ვერტმფრენისა. შეუძლია წაიღოს უფრო მეტი ტვირთი, უფრო გრძელ დისტანციაზე, არის უფრო იაფი და უსაფრთხო. ამასთან, ის ზიანს არ აყენებს გარემოს” – ამბობს Hybrid Air Vehicles Ltd კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი სტეფან მაკგლენანი.

აღნიშნული თვითმფრინავის პროექტი საწყის ეტაპზე ავღანეთის სამხედრო დაზვერვის მიზნებისთვის მუშავდებოდა, ვიდრე ამერიკამ 2013 წელს დირიჟაბლის პროგრამაზე უარი არ თქვა.

განსხვავებით ტრადიციული ავიაციისგან, Airlander 10-ს არ სჭირდება ასაფრენი ბლიკი, რაც მას საშუალებას აძლევს დაეშვას მიწაზე, წყალზე, ყინულზე და უდაბნოში. მგზავრობის სიჩქარე კი საათში 100 კმ-ია.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/euronews/videos/vb.101402598109/10154140191243110/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g