LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილი: „ოჯახი ფინანსურად ჩემმა ცოლმა გადაარჩინა…“

9034
gigidedalamazishvili

„მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორი მძიმე იყო მისთვის, როგორც მუსიკოსისთვის, განვლილი ორი წელიწადი. მუსიკის გარდა, როგორც თავად აღნიშნავს, სხვა საქმე არ იცის:

„სამწუხაროდ, მუსიკის გარდა სხვა საქმე არ ვიცი. მუსიკა რამდენადაც ვიცი, ეს მსმენელის შესაფასებელია. ოჯახი ჩემმა მეუღლემ გადაარჩინა. მარინა ფოტოგრაფია. მან მოიფიქრა ონლაინ პროექტი. რთული პროცესი იყო. მარინას ასისტენტს მიჰქონდა კამერა იმ ადამიანის კართან, ვისაც სურვილი ჰქონდა, ფირზე აღებეჭდა ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები. მარინა ერთვებოდა კომპიუტერით, ასწავლიდა მას, როგორ შეერჩია გადასაღები ადგილი, განათება, სხვა წვრილმანები და ასე იღებდა ფოტოებს.

ამ საქმემ გაამართლა, მსურველები გამოჩნდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. შემდეგ კიევში გამოუჩნდა საქმე და შვიდი თვით იქ გადავედით ოჯახში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g