LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გიგი პიანომენთან მივიდა რუსი ორ ქალბატონთან ერთად, დაუდო 100-დოლარიანი, რამე ჩვენებური დაუკარიო…გიგი დაჯდა და დაუკრა უკრაინული სიმღერა”

8218
274614206-1188685658568491-5694304085455212398-n

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ცნობილი პიანისტი გიგი პიანომენი უკრავდა, ინციდენტი მოხდა. პიანისტმა რუსი სტუმრებისთვის, უკრაინური სიმღერა დაუკრა, რის შემდეგაც მათ რესტორანი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მიშა ჟღენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“მეგობრებო არ შემიძლია ეს არ მოვყვე.

15 წუთის წინ ერთ ადგილზე უკრავდა ცნობილი პიანისტი გიგი პიანომენი. მასთან მივიდა მოსკოველი რუსი ორ ქალბატონთან ერთად და დაუდო 100 დოლარიანი ნუ როგორც მერე გავიგე რამე ჩვენებური დაუკარიო. გიგიმ გამოართვა ფული რაც მე და მეგობრებს ძალიან გაგვიკვირდა მაგრამ მერე რაც მოხდა იყო კაცობის გაკვეთილი.

გიგი დაჯდა და უთხრა მათ ეს თქვენ გეძღვნებათო და დაუკრა უკრაინული სიმღერა ჩირნობრივცი ეს იყო შოკი ……

ესენი ისე აწითლდენ ადგნენ რის შემდეგაც გიგიმ ფული უკან პიჯაკში ჩაუდო და უთხრა ეს ფული გუშინ გარდაცვლილ ბავშვს გაუგზავნეო…

იმ წუთში დატოვეს რესტორანი დაჟე გავიგონე ქალები ლიფტთან ამბობდნენ

ხო ვამბობდი ქართველი ასეთი “კრუტოიაო”

მოკლედ გიგი შენ ხარ კაცი მადლობა!!!!!

იქვეც გითხარი და აქაც გწერ!!!!”-წერს მიშა ჟღენტი.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ ომი უკრაინაში

ნიკოლოზ რაჭველი: „სინდისი მჯენჯნის, რომ ვარ “მშვიდად” სახლში და შემიძლია “წყნარად” დავიძინო…“

სოფო ხაჭაპურიძე: „წავიდნენ ისე, რომ ვერც გაიგეთ. ავტობუსებთან ჯგუფური ფოტოც არ გადაუღიათ და  დაუდიათ…“

ლევან ხურცია: „2008 წელს დასავლეთს ამისი ნახევარი სანქციები მაინც რომ დაეწესებინა რუსეთისთვის და ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო არ დაეტოვებინა, დღეს ამ სისხლისღვრას ავირიდებდით…“

mazda magti 5g