LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: 8 წელი მერი ვიყავი და სახელი მაინც დიეტით გავითქვი (ვიდეო)

835
57444721-2229599340467073-2767246067308167168-n

“მთავარი არხის” გადაცემაში „დილის ყავა“ გიგი უგულავამ საკუთარი დილისა და რუტინის შესახებ ისაუბრა. როგორც თბილისის ყოფილმა მერმა აღნიშნა, ასაკის მატებასთან ერთად გაღვიძება რთულია. დილას კი, აუცილებლად იწყებს ყავით, რომელსაც თითქმის 20 წელია უშაქროდ სვამს.

„დილის ბოდიალი“ ასე შეარქვა გიგი უგულავამ დილის პროცესს, რომელიც დაახლოებით 1 საათს მაინც გრძელდბა.

ყოფილი მერი 10-ის ნახევრიდან 10 საათამდე პერიოდში იღვიძებს და აქტიურ ცხოვრებას, ძირითადად, 12 საათის შემდეგ იწყებს.

უგულავა ამჟამად დიეტაზე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სარბენი ბილიკი სახლში აქვს, არც ვარჯიშით არის დაკავებული. ის იმაზეც ხუმრობს, რომ 8 წლის განმავლობაში მერი იყო, სახელი კი მაინც „უგულავას დიეტით“ გაითქვა.

ყოფილი მერის საუზმეს ხაჭო ან იოგურტი წარმოადგენს, აქვს საყვარელი პროდუქტებიც-ყველი და არაჟანი.

უგულავა გადაცემაში „დილის ყავა“ ჟურნალისტებთან ურთიერთობაზეც საუბრობს და თან იმასაც ამბობს, რომ დილის ინტერვიუს მიცემა ცოტა რთული საკითხია.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბაბუის წიგნებზეც ისაუბრა. თურმე თბილისის ყოფილი მერის ბაბუა საბავშვო მწერალი ყოფილა და არაერთი წიგნიც აქვს გამოცემული.

„ციხისთვისაც უნდა გადაინახოს კაცმა წიგნები, მერე იქიდან რომ არ შემოუთვალო,“-ხუმრობს უგულავა და ამბობს, რომ იმ რეჟიმში, როცა ივანიშვილი ოპოზიციას „დაჭერობანას“ ეთამაშება, წიგნები ციხისთვის წინასწარ უნდა ჰქონდეთ გამზადებული.

 

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/275778256730160/?v=275778256730160

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g