LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: “გამიშვით დედა მომენატრა”

283

“ერთი თხოვნა მაქვს, 3 წელია არ მინახავს დედა, გამიშვით დედა მომენატრა”, – ასე მიმართა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს. გიგი უგულავას საპატიმრო დაწესებულებასთან დახვდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას საპატიმრო ვადა 9 იანვარს ეწურებოდა.  „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე – სამუშაო დღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g