LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: „რეალურად, საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში“

207
გიგი უგულავა

„რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა უნივერსიტეტში, ხოლო საუკეთესო შედეგი ონის სოფელში გაზრდილმა მოწაფემ დადო“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს და განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმებს ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე – გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი – მაგისტრატურას – ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე

გიგი უგულავას სიტყვებით, „ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე, ცოდნა და უვიცობა არასდროს ყოფილა“.

„ეს იყო ნამდვილი ვარდების რევოლუცია. ამის შემდეგ ჩვენი განათლების სისტემა ბოლონიის პროცესს მიუერთდა. ეს თაობა ებრძვის დღეს საბჭოური ცეხავიკების, „გუჩებში“ გამოწკეპილ, კოჭებგადმოყრილ შთამომავლობას.

ასეთი ცხადი სინათლე და სიბნელე, ცოდნა და უვიცობა არასდროს ყოფილა. შუა ნამდვილად გაკრეფილია და სიბნელე ნამდვილად დამარცხდება“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე: დამატებით, დაახლოებით 20 000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა, თბილისშიც უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან რუსთავში

კახა კალაძე: „განათლების სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა დაგვიანებულიც“

რეალურად საქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი ვერ მოხვდა…

Posted by Gigi Ugulava on ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g