საარჩევნო ბანერს მიადგნენ და ჩემი სახე ამოჭრეს, ახლა მივდივარ იქ, თავი უნდა გავყო და ბავშვების გასართობი გავაკეთო, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანსა და ხონში მისი საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტს.
„ქართული ოცნება” ებრძოლოს პლაკატებს, ბანერებს ჩვენ ვებრძვით უმუშევრობას, სიღარიბეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, ჩამოხეულია მათი კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის პლაკატებიც.
ვანში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას დაზიანებულ ბანერთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გიგი უგულავას ბანერზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. მომხდარის შესახებ დღეს, დილით გახდა ცნობილი.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.