LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა – თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი – ამ “ბარდაგს” წერტილი უნდა დაესვას

116
2097252861

“ვფიქრობ, პროცესებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, წერტილი უნდა დაესვას, ან იქით ან აქეთ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებული მანიფესტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და „თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არადა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი“.

„რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე“ – „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

“ვფიქრობ, პროცესებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, წერტილი უნდა დაესვას, ან იქით ან აქეთ. რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ეს, ჩემთვის პირადად, ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ბევრი ჩემი ამხანაგი და თანამებრძოლი იქითაც არის და აქეთაც, მაგრამ ის, რაც მთელი წელია ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლის ზურგის შექცევა და დღეს, როდესაც სახელმწიფოებრიობას გვართმევენ, როცა ამ პარტიის ლიდერი ციხეში ზის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ, მგონი, ეს მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არადა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი. წერტილის დასმაში ვგულისხმობ იმას, რომ ან ამ “ბარდაგს” ვუსვამთ წერტილს, ან ვაგრძელებთ. ამას წერტილი უნდა დაესვას!, – განაცხადა უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g