LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავას სასამართლომ პასპორტის ჩაბარების ვალდებულება გაუუქმა

104
გიგი-უგულავას-პატიმრობა-მიუსაჯეს

თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა. ასევე, მოსამართლემ დააკმაყოფილა საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა და გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.

მოსამარათლე დაცვის მხარის დასაბუთებას დაეთანხმა. ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა პროცესზე განმარტა, რომ “ფონდების საქმეზე” უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.

ბრალდების მხარე დაცვის მხარეს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უგულავას მხრიდან საფრთხე აღარ მომდინარეობს, რადგან ის საპატიმრო დაწესებულებაშია.

გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს – ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტში 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავასა და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

“ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი უცნობი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უგულავას აღნიშნულ საქმეზე გირაო ჰქონდა შეფარდებული, პასპორტი კი ჩამორთმეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g