“როდესაც საკითხი რელიგიურ აღმსარებლობას ეხება, ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, ეს განახორციელოს,” – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი წერეთელმა, სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ვადლებულია ეს უფლება სხვადასხვა ინსტრუმენტის დახმარებით დაიცვას, ხოლო სოფელ ბუკნარში განვითარებული ქმედებები ხელისუფლების პოლიტიკის სისუსტეზე მეტყველებს.
“ასეთი ინციდენტების დროს არსებობს უამრავი ინსტრუმენტი და ის სახელმწიფოს აქვს. ესენია: კანონი, სააგენტო, ადგილობრივი ხელისუფლება, მოლაპარაკებები და ბევრი სხვა რამ. ხელისუფლებამ საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანოს და როდესაც ეს ასეც ხდება, ეს მხოლოდ პოლიტიკის სისუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო ინსტრუმენტები უნდა ამოქმედდეს და
არასოდეს უნდა იყოს იმის მცდელობა, პოლიტიკური ელემენტები გაურიონ, გამოწვიონ ის მღელვარება, რომელიც აბსოლუტურად არ არის საჭირო. რელიგიური თანაცხოვრება, კონფესიათაშორისი ურთიერთობები საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული მახასითებელია და ეს ამგვარად უნდა დარჩეს,“ – განაცხადა წერეთელმა.