LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი წერეთელი: უფრო სწორი იქნებოდა გვესაუბრა იმაზე, რომ შეიძლება ორი არჩევნები ჩატარდეს ერთად

189
გიგი წერეტეოლი

„მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა, გვესაუბრა იმაზე, რომ თუ ამ არჩევნების დრო მოდის, შეიძლება ორი არჩევნები ჩატარდეს ერთად,“ – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებას სურს, რომ კონსტრუქციულად განვითარდეს ქვეყანაში პროცესი, ეს უნდა გააკეთოს.

„გვინდა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ჩემი აზრით, ყველა პარტიას აქვს სურვილი, გამოცადოს საკუთარი თავი – სწორედ არჩევნები არის მთავარი ასპარეზი პოლიტიკური პარტიებისთვის, ოღონდ ამას სჭირდება პირობები, ამას სჭირდება მინიმუმ თანაბარი ველი მაინც, ამას სჭირდება ის, რომ ხელისუფლებას ასეთი მკაცრი რეპრესიული მანქანა არ ჰქონდეს ამუშავებული, ასეთ რესურსებს არ ყრიდეს საქმეში, ასეთი მანიპულირებებისთვის არ იგონებდეს ათასგვარ ხრიკებსა და ხერხებს, ასე არ აშინებდეს ადამიანებს, ამიტომ, თუ ეს პირობები არ არსებობს და ყველაფერი ისევ დომინანტურად უნდა წარიმართოს ხელისუფლების პირობებში, მაშინ წაგებულ თამაშში შესვლა არავის არ უნდა, შესაბამისად, დღესდღეობით არ მგონია, თუ რაიმე არ იცვლება, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ინსტინქტი ამას გკარნახობს, რომ არ ჩამორჩე პროცესს იმიტომ, რომ ამით ზარალდება ყველა პოლიტიკური პარტია.

მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა, გვესაუბრა იმაზე, რომ თუ ამ არჩევნების დრო მოდის, შეიძლება ორი არჩევნები ჩატარდეს ერთად. თუ ხელისუფლებას სურს, რომ კონსტრუქციულად განვითარდეს ქვეყანაში პროცესი, ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია, ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ გამოვა იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ ერთი ამოცანა – შეიქმნან კომფორტი, გაიხანგრძლივონ ხელისუფლების ვადა, იფიქრონ, რა მოეწონება ივანიშვილს და ა.შ.“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g