LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგო შიუკაშვილი ვალერიან შიუკაშვილის ძმისშვილია – „ბიძასთან თბილი ურთიერთობა აქვს…“

1192

„X ფაქტორის“ წამყვანი, გიგო შიუკაშვილი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სახეა. მან მშვენივრად გაართვა თავი მუსიკალური კონკურსის წამყვანობას და ცნობილი სახეც გახდა, რომელიც ხშირად სტუმრობს სხვადასხვა შოუს. მისი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის დედამ, ინგა სარჯველაძემ ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ის იმ სირთულეებს იხსენებს, რაც ამ გზაზე შეხვდა. „ბევრი ვიბრძოლე, რომ გიგო 7 წლის ასაკში სკოლაში მისულიყო. ყველა ავაწრიალე, მაგრამ ვერ შევძელი. ამისთვის არც გარემო იყო მზად და არც პედაგოგები… როგორც კი მივხვდი, რომ გარემო მზად იყო, 21-ე საჯარო სკოლაში მივიყვანე. მას ინდივიდუალური პროგრამები აქვს. სკოლას წელს ამთავრებს და თეატრალურში აპირებს ჩაბარებას“ – ამბობს ქალბატონი ინგა ჟურნალთან საუბრისას.

თავად გიგო კი ჟურნალის მკითხველს ასეთი სიტყვებით მიმართავს: „მე ვარ დაუნის სინდრომით, მაგრამ მე მაგარი კაცი ვარ და ბევრი რამ შემიძლია!..“

ინგა სარჯველაძე „სარკესთან“ ასევე თავისი ქორწინების შესახებაც საუბრობს, რომელიც დასრულდა: „მარტოხელა დედა ვარ. გიგო 5 წლის იყო, როცა მე და ვახტანგი გავშორდით. მამა-შვილს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს. ერთიმეორეს ხშირად ურეკავენ“.

როგორც სტატიიდან ირკვევა, გიგო ცნობილი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის ძმისშვილია – „ის გიგოს მამის ძმაა. ბიძას და ძმისშვილს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. როცა ვალერიანის კონცერტი თბილისშია, გიგო ყოველთვის ესწრება. ვალერიანიც მიდის გიგოს სპექტაკლის სანახავად“, ამბობდა გიგოს დედა.

ვრცელ ინტერვიუს წაკითხვა „სარკის“ დღევანდელ ნომერში შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g