მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო მეუღლეს, მსახიობ გიორგი ლაშქარაძეს დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.
მარიამ სანოგო მისალოც ტექსტს თან ურთავს შთამბეჭდავ ფოტოებს, რომლებშიც ის მეუღლესთან ერთად პოზირებს.
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“, – წერს მარიამ სანოგო.
აღსანიშნავია, რომ წყვილი შეუდარებლად გამოიყურება და საკუთარი გამომწერებისგან უამრავ მილოცვას და კომპლიმენტს იღებს.