დედის დღესთან დაკავშირებით, მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს.
სოფო ბედია დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას 3 მარტს საჯაროდ ულოცავს.
„გილოცავ, დედა, დედის დღეს. შენ ხარ სითბო, მოთმინება და უპირობო სიყვარული.
შენი გული არის სახლი, სადაც ყოველთვის მშვიდობა და იმედი ცხოვრობს. უფალმა დაგლოცოს, გაგაძლიეროს და სიხარულით აგავსოს მუდამ.
მადლობა, ჩემს საოცარ შვილებს, ნიკას და ანდრიას, რომ ყველაზე ძვირფასი სტატუსი – დედობა მაჩუქეს. მადლობა უფალს თქვენთვის, მიყვარხართ“, – წერს სოფო ბედია სოციალურ ქსელში.
გილოცავ დედა დედის დღეს 🌷 შენ ხარ სითბო, მოთმინება და უპირობო სიყვარული. შენი გული არის სახლი, სადაც ყოველთვის მშვიდობა…
Posted by Sopo Bedia on ორშაბათი, 02 მარტი, 2026
