დღეს მომღერალ ანრი ჯოხაძის დაბადების დღეა – მუსიკოსი 45 წლის გახდა.
„მრავალს დაესწარი, იხარე და იბედნიერე“ – ანრი ჯოხაძე იუბილარია
იუბილარი ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და მსმენელისგან უამრავ თბილ მილოცვას იღებს.
მომღერალს საჯაროდ, „ფეისბუკში“ ულოცავს დაბადების დღეს ბლოგერი კოკი ფერაზიც და სხვადასხვა დროს, მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
„დღეს იუბილარია ადამიანი, რომელიც მიკროფონს ხელში რომ აიღებს, თავად სიმღერა დგება ფეხზე. უნიჭიერესი, ყველაზე ხმამაღალი და ყველაზე გულწრფელი მუსიკოსი!გილოცავ, გენიოსო! ჩემო მეგობარო! ყოველი დღე ისეთივე ხმამაღალი, ნიჭიერი და გულწრფელი იყოს, როგორიც შენ ხარ“, – წერს კოკი ფერაზის სოციალურ ქსელში.
დღეს იუბილარია ადამიანი, რომელიც მიკროფონს ხელში რომ აიღებს, თავად სიმღერა დგება ფეხზე 👑 Anri Jokhadze უნიჭიერესი,…
Posted by Koki Ferrazi Pangani on ოთხშაბათი, 05 ნოემბერი, 2025
ვიდეო: ანრი ჯოხაძემ ახალ კლიპში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა: „ნამდვილად განსხვავებული, ბრავო…“
