LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ რას ვგრძნობ ახლა“ – ნუცა ბუზალაძე ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე

177
Untitled design

მომღერალი ნუცა ბუზალაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

როგორც ნუცა სოციალურ ქსელ Instagram-ზე წერს, ამაყობს თითოეული ფეხბურთელით და ქართველი გულშემატკივრით, რომლებიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობენ.

„გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას. მეამაყება თითოეული ჩვენი ფეხბურთელი და გულანთებული ქართველი გულშემატკივარი! სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ რას ვგრძნობ ახლა. მიყვარხართ“, – წერს ნუცა.

ცნობისათვის, 26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები