LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ ბუდუ! ქართველ რაკეტას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“ – გერმანული კლუბი საკუთარ ფეხბურთელს დაბადების დღეს ქართულად ულოცავს

122
ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და გერმანიის ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე დღეს იუბილარია – ფეხბურთელი 31 წლის გახდა.

ბუდუ ზივზივაძეს გამორჩეულად, ქართულად ულოცავს დაბადების დღეს მისი გერმანული საფეხბურთო კლუბი და მას „ქართულ რაკეტას“ უწოდებს:

„გილოცავთ ბუდუ! „ჰაიდენჰაიმის“ 12 ნომერს, ქართველ რაკეტას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, – წერია კლუბის ოფიციალურ „ფეისბუკის“ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, გუშინ ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და გერმანიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა. ფეხბურთელი „ჰაიდენჰაიმში“ 3 იანვარს გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g