LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავთ და ნახვამდის“ – როგორ გამოეხმაურა სოფო ბათილაშვილი მისი ნამღერის „ვოისის“ გლობალურ ვიდეოში მოხვედრას

811
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

მომღერალი სოფო ბათილაშვილი მის მიერ ნამღერი სიმღერის – „Stairway to heaven“ „ვოისის“ გლობალურ ვიდეოში მოხვედრას ეხმაურება საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე.

„არასდროს არ მეშლება! ის კაშკაშა ვარსკლავია“ – სოფო ბათილაშვილის ნამღერი „ვოისის“ გლობალურ ვიდეოში მოხვდა

„საქართველოდან ისევ სოფო ბათილა მოხვდა გლობალზე. ანუ, ჩემი სამი გამოსვლიდან სამივე.

ამჯერად, Stairway to heaven-ით.

გილოცავთ და ნახვამდის“, – წერს სოფო ბათილაშვილი.

სოფო ბათილაშვილმა 12 იანვარს, „პირველი არხის“ ეთერში „ვოისის“ პირველ ლაივში Stairway to heaven  შესანიშნავად შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ, მაყურებლისგან ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, მისმა მენტორმა, სოფო ტოროშელიძემ კი გუნდიდან სხვა წევრი, ლიკა სირაძე გადაარჩინა.

„მე იმ ქვეყნის გამკვირვებია, სადაც შენ ხმის ლიდერი არ ხარ“ – შესრულება, რომლის შემდეგაც სოფო ბათილაშვილი „ვოისს“ გამოეთიშა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g