LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გილოცავთ, კოვიდვაქცინა იცავს” – ისრაელში იმ ადამიანებში, რომლებმაც „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს, „კოვიდ -19“-ის მძიმე ფორმა არ გამოვლენილა: კულუბეგოვი

247
BeFunky-collage

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ამცნობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს, „კოვიდ -19“-ის მძიმე ფორმა არ გამოვლენილა.

“მათი სიმპტომები იყო ხველა, სისუსტე, დაბალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, არც ერთი მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დაჭირდა. საინტერესოა, რომ ინფიცირებულების 50%-ს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. გილოცავთ, კოვიდვაქცინა იცავს”.- წერს ბიძინა კულუმეგოვი ამ მონაცემზე დაყრდნობით.

ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის ექვსმა პროცენტმა გაიკეთა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საგრძნობლად შემცირდა 60 წელს გადაცილებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ვაქცინაჩატარებული ადამიანების 0.0 14 პროცენტს კი ვირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g