ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში გვიზიარებს თათია კობალაძის ახალ სიმღერას, რომელიც მას კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაუწერა „ევროვიზიის“ კონკურსისთვის. სიმღერა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, თათიას ეს გზა თავადაც გავლილი აქვს.
ეს სიმღერა გრემის, ოსკარსაც და ოქროს გლობუსსაც იმსახურებს! პირველივე აკორდიდან, ბგერიდან დამბურძგლა და ბოლომდე ესე…
Posted by Nini Shermadini on Wednesday 25 June 2025
ნინი შერმადინი აღნიშნავს, რომ სიმღერა „გრემის“ იმსახურებს.
„ეს სიმღერა გრემის, ოსკარსაც და ოქროს გლობუსსაც იმსახურებს! პირველივე აკორდიდან, ბგერიდან დამბურძგლა და ბოლომდე ესე ვუყურე! ოთხივე გიჟები ხართ! მაიკო, შენ რო არ ხარ ნორმალური, ეგ ხო ისედაც დიდი ხანია ვიცი, ზაზა ხუბუკელაშვილი, შენც 2005 წლიდან ვიცი, რომ არ ხარ ამ პლანეტიდან! ბიბი კვაჭაძე, მარტო ამ ტექსტის გამო გეკუთვნის ყველა ჯილდო!
თათია, შენ ხარ უძლიერესი მომღერალი, საოცარი საშემსრულებლო მანერით! მინდა, გისურვო ჯანმრთელობა, პირველ რიგში და ყველა იმ ოცნების ასრულება, რაც მიზნად დაისახე! გილოცავთ მსოფლიო დონის, უმაღლესი კლასის პროდუქტის შექმნას! ძალიან ბევრი დაკარგა ევროპამ, ეს სიმღერა რომ ვერ მოისმინა, მაგრამ ყველაფერი წინაა! გილოცავთ!..“