მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი გამომწერებს ქალთა დღეს ულოცავს.
პოსტს თათა „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს და ქალებს ურჩევს „საკუთარი ბედნიერების წყარო და შემოქმედები იყვნენ, ისიამოვნონ ცხოვრებით, საკუთარი პირობებით და ნუ დაელოდებით სხვის ნებართვას ბედნიერებისთვის“.
„ძვირფასო ქალებო, გილოცავთ ქალთა დღეს! 🌹
🌹 გისურვებთ ფლობდეთ თქვენს ძალას – იყოთ თან ნაზი და თან შეუპოვარი !
🌹 იბრძოლეთ ფინანსური დამოუკიდებლობისთვის, რათა არასდროს მოგიწიოთ ცუდ მდგომარეობაში ყოფნა ფინანსური დამოკიდებულების გამო; ისწავლეთ ბიზნესი, ინვესტირება, დაზოგვა ა.შ.
🌹 შემოიკრიბეთ წარმატებული და კეთილი ადამიანები თქვენს ირგვლივ, რომლებთან ურთიერთობაც არ გძაბავთ, გსიამოვნებთ და პიროვნულად გზრდით.
🌹 დააწესეთ საზღვრები დანაშაულის განცდის გარეშე – ისწავლეთ „არას“ თქმა, რაც თვითპატივისცემის ნიშანია და არა ეგოიზმის.
🌹 შრომისმოყვარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოლაპარაკება, დიპლომატია, ემოციების მართვა, ურთიერთობები და საკუთარი თავის პოზიციონირება – ასეთივე გადამწყვეტია.
🌹 მიანიჭეთ პრიორიტეტი თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას – თერაპია, თავის მოვლა და დასვენება არ არის ფუფუნება; ისინი აუცილებლობაა ! ძლიერი გონება თქვენი ყველაზე დიდი ქონებაა.
🌹 აირჩიეთ ის, რაც გაკმაყოფილებთ და არა ის, რასაც საზოგადოება გკარნახობთ. იყავით თავისუფალი და ოპტიმისტი !
🌹 ისწავლეთ მცირე დეტალებით ტკბობა! ყველაზე უინტერესო და მოსაბეზრებელი საქმეების დროსაც კი იმხიარულეთ, ჩართეთ მუსიკა, იცეკვეთ, იმღერეთ. გაუშვით სამყაროში მადლიერება ყველა ნივთისთვის, ყველა უნარისთვის, ყველა მზის სხივისთვის…
🌹 ნუ დაელოდებით სხვის კარგად ან ცუდად ყოფნას, რაიმეს მიღწევას, თანხის ან ნივთების დაგროვებას, ბავშვების გაზრდას, წყენის პატიებას და ა.შ. ისიამოვნეთ ახლა და აქ!
იყავით საკუთარი ბედნიერების წყარო და შემოქმედი ! ისიამოვნეთ ცხოვრებით საკუთარი პირობებით – ნუ დაელოდებით სხვის ნებართვას, რომ იყოთ ბედნიერი! 🌹♥️“, – წერს თათა გიორგობიანი.