LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე?“ – რას ჰყვება მარი ნაკანი

1275
მარი ნაკანი

მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ცნობილი ფოტოგრაფი ბავშვობაში მომხდარ ამბავს იხსენებს, რაც მის მეხსიერებაში მძიმედ აღიბეჭდა.

„გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე ?

მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა სადაც ვცხოვრობდი. კარი როცა გავუღე იარაღით იდგა, დედაჩემი არ ატანდა ჩემს თავს. მამა იძულებული გახდა იარაღი დაედო ჩემთვის და გავეტაცებინე.. მეშინოდა, პატარა ვიყავი და ვერ ვიაზრებდი რა ხდება.. სულ ვგრძნობდი  რო მამას ვუყვარდი , მაგრამ რატომ მომიტაცა არ ვიცოდი. მაღაზიაში როცა შევარდა საფეთქელთან მედო თოფი. გამყიდველს უკივლა , რომელ ქინდერსაც აირჩევს ის მიეციო.. კვერცხში რა იდო არ ვიცოდი, მაგრამ მაგრად ვუჭერდი ხელს და თან ცრემლები მომდიოდა.სანამ გავხსნიდი მამა უკვე გადაყვანილი ყავდათ „საგიჟეთში“. როცა აბამდნენ მამა გაშმაგებული თვალებით მიყურებდა და უზარმაზარი თვალებიდან კოსმიურ სიყვარულს მიგზავნიდა. მისი ცრემლები ბოდიშის ნიშნად ქურთუკს უსველებდა. ძილის წინ ბალიშიდან ფრთხილად გამოვაცურე კოსმონავტი , რომელიც კვერცხში ამომივიდა და მას შემდეგ წლები ვუჭერდი მუშტს, სანამ მამას კიდევ ვნახავდი…“- წერს მარი ნაკანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g