LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ახალაია: „სასწრაფოს ბრიგადამ გვითხრა, თქვენ კი არა, ვისაც დადასტურებული აქვს, ისინიც არ ვიცით, სად წავიყვანოთო…“

402
axalaia38596

გიორგი ახალაია სოციალურ ქსელში ჰყვება ამბავს, რომელიც კოვიდინფიცირებულ მოხუცებს გადახდათ და წერს, რომ სასწრაფოს ექიმებმა მათ მომსახურებაზე უარი თქვეს.

„ვრეკავთ 112-ში და ვაფიქსირებთ, რომ COVIDდადასტურებულთან კონტაქტირებულ პირს (84 წლისას, ქრონიკული დაავადებებით) აქვს ტემპერატურა და ვთხოვთ დახმარებას. 112-ს ჩავანიშნინეთ სრული, დეტალური ინფორმაცია: ვისთან ჰქონდა კონტაქტი, როდის და ა.შ. 112 გვეუბნება რო გამოძახება მიღებულია და აუცილებლად მივა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და გაუწევენ დახმარებას რადგან რისკ ჯგუფია ყველა პარამეტრით.

რამდენიმე წუთში მოდის სასწრაფოს ჯგუფი გამოძახებაზე, ორ მოხუცთან (84 წლის კაცთან და 74 წლის ქალთან, მარტო მცხოვრებ პენსიონერებთან).

და აი, აქ იწყება ჩვენი სისტემის ნამდვილი სახის გამოჩენა (სასწრაფო ბრიგადის ხალხი ეკიპირების გარეშე არიან). იწყებენ ყვირილს, რატო გამოიძახეს COVID კონტაქტირებულებმა, ეს მათ არ იცოდნენ, სად მოდიოდნენ და ნუ ხელების გაშლა, კივილი, წივილი და ასე შემდეგ. ეს ორი შეშინებული მოხუცი კიდე უფრო გადარიეს. სასწრაფოს ბრიგადა ამბობს, რომ მხოლოდ ქრონიკულ დაავადებაზე შეამოწმებენ და COVID-ზე არაფერს იზამენ, რადგან არაა მათთან ეს გადაცემული.

მეტიც:

სასწრაფოს ბრიგადის ექთანი გარბის სახლიდან (არ შეგშლიათ, გარბის ნამდვილად) და ჯდება მანქანაში: „მე ორსული რძალი მყავს სახლში და თქვენთან ვერ გავჩერდები“. სასწრაფო მიდის სახლიდან, რადგან არ სურს კოვიდკონტაქტირებულთან კონტაქტი და უარს ამბობს მომსახურებაზე.

ვრეკავთ ეგრევე 112-ში და ვეუბნებით, რომ მათი გამოგზავნილი სასწრაფო გარბის სახლიდან და პანიკური სცენები მოაწყო. 112 გვიდასტურებს, რომ ისინი ნამდვილად ინფორმირებულები იყვნენ სადაც მიდიოდნენ (Covid კონტაქტირებული და ა.შ). შემდეგ დამაყოვნეს ხაზზე და მეკითხება 112: ახლა მიბრუნდა თუ არა ბრიგადა გამოძახების ადგილზე. დიახ, მიბრუნდა მაგრამ ისევ ყვირიან და ეჩხუბებიან მოხუცებს გამოძახების გამო.

ბრიგადა გვეუბნება, თქვენ კი არა, ვისაც დადასტურებული აქვს, ისინი სად წავიყვანოთ, არ ვიცითო (ასე უნდა ავრცელებდეს და ქმნიდეს პანიკას სისტემა?). ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ გადაყვანაზე, ზემოდან უნდა დარეკონო❗(რომელი ზემოდან? სალომე რო ამბობს ხალხთან მარა უფრო ზემოთ უნდა იყოო?).

112 გვეუბნება რო 112 არ იღებს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას ბრიგადა იღებს. ბრიგადა ზემოთკენ იშვერს ხელს.

ვრეკავთ 15-05 ზე (ჯანდაცვის ცხელი ხაზი). იწერენ საჩივარს და „ვსო“ აქ მთავრდება. კითხულობენ, პაციენტი გადაიყვანეს თუ არა, და ვეუბნებით, რომ პაციენტი დატოვეს ადგილზე.

ბრიგადა ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, 112-მა მე რა შუაში ვარო, ბრიგადას ჯანდაცვის სისტემა ჰყავსო და ეგენი იღებენ გადაწყვეტილებასო. ჯანდაცვის სამინისტრომ მარტო საჩივარი დააფიქსირა.

ხოო, პაციენტს თუ უნდა COVID ზე შემოწმება, მოვიდეს თავისით და გაიკეთოს ტესტიო – ასე დაგვემშვიდობა სასწრაფოს ბრიგადა. ანუ ესე თავისით საზ. ტრანსპორტით უნდა იმგზავროს და გაავრცელოს, ხო?

როცა სასწრაფოს ბრიგადა გაქცევას ცდილობდა, გავარდნენ ქუჩაში წივილ-კივილით, აქ არ მოხვიდეთ, კორონა აქვთ ამ ოჯახშიო. აბა, კონფიდენციალურობაო? ქუჩაში გაქცევის ნაცვლად, თავისი ვითომ “ფიცი” რო შეესრულებინათ არა?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g