საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის მეუღლე, თეა კოტუა საუბრობს ოჯახის წევრების წარმატების შესახებ სპორტულ შეჯიბრებებზე. ახლახან გიორგის ორმა ვაჟმა, კახიმ და საბამ ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს.
თეა კოტუა:
„სახლში უამრავი თასი გვაქვს. ჩემმა შვილებმა უკვე იმდენი თასი მოიგეს, გიორგის ჯილდოები შენახული გვაქვს, ვეღარ ვატევთ. ვცდილობთ, ცოტა კიდევ გავფართოვდეთ. რემონტის გაკეთება გვინდა, მაგრამ რემონტისთვისაც არ სცალია ჩემს მეუღლეს, რამდენი ხანია ვიწყებთ და ვერ ვიწყებთ…
უზომოდ ემოციური ვარ. როცა მათ გამოსვლას ვუყურებ – ვყვირი, ვწივი, მერე ცუდად ვხდები… შეჯიბრებები რომ იწყება, ფსიქოლოგიურად ვემზადები. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი შვილი გამოდის თუ სხვა, ყველა ჩემს შვილად მიმაჩნია და ყველაზე ვნერვიულობ. იმ დღეებში ვცდილობ, სახლიდან არ გავიდე…
რთულად ასატანია, გიორგი სულ რომ არ არის სახლში და ხანდახან ვეწუწუნები, მეტყვის ხოლმე, აბა, რა ვქნათო… ხანდახან არის მომენტები, როდესაც ძალიან მინდა, გია გვერდით მყავდეს…“