LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბაჩიაშვილი: „არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე, შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც – მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება“

116
გიორგი ბაჩიაშვილი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად გიორგი ბაჩიაშვილმაც და განაცხადა, რომ დამნაშავე არ არის და მთელი ცხოვრება ქვეყანას ემსახურა.

გიორგი ბაჩიაშვილი დღევანდელ პროცესზე ასევე გამოეხმაურა მისი მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და აღნიშნა, რომ ეს შურისძიებაა.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

„ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ვერ იქნება სამართლებრივი. მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი. ჩემი ქმედება აუცილებელი მოქმედება იყო, რომ ყველანაირი ზიანი ამერიდებინა თავიდან. ყველა პროცესი ჩემს წინააღმდეგ არის შურისძიება. ამას ემსახურება ჩემი მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც. ისინი სისხლის სამართლებრივ დამნაშავეებად გამოიყვანეს. მამაჩემი, რომელიც არის ქირურგი, ის ადამიანებს ეხმარებოდა და დედაჩემი, რომელიც ცნობილი ოჯახის ექიმია.

ეს არის უნამუსობა და ჩირქის მოცხება. ამას ადამიანობასთანაც არ აქვს კავშირი. მე ამ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება, მაგრამ, გთხოვთ, იყოთ ობიექტური [მიმართა მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიას]. არ ვარ დამნაშავე, მე მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურე“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა, შოთა ქარუმიძემაც, რომელმაც, ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში გადაიყვანა. მან მოსამართლეს განუმარტა, რომ ჰყავს 3 შვილი, აქედან უმცროსი 12 წლის და დედა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია და, განაჩენის გამოტანის დროს, მოსამართლეს მოუწოდა, აღნიშნული ფაქტები გაითვალისწინოს.

ბრალდებულთა საბოლოო სიტყვის შემდეგ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სათათბიროდ გავიდა.

ლევან მახაშვილი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე: „მთავარი აქ არის ის, რომ ჩადენილი იქნა დანაშაული, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის დაზარალებული, ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა იყოს ეფექტიანად აღდგენილი – ჩვენ ბევრ მცდელობას ვნახავთ, რომ ფაქტებიდან ყურადღება იყოს გადატანილი ემოციებზე“

ირაკლი ქადაგიშვილი ბაჩიაშვილის მშობლებზე: როდესაც შენს შვილს საუკეთესო პირობებს შეუქმნიან განვითარებისათვის, შემდეგ ჩაიდენს დანაშაულს, რაც ჩაიდინა, ვინც ჩააცვა, იმის გახდას რომ მოინდომებს, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა დგება

გიორგი ბაჩიაშვილი: „ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით“

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა მანამდე დატოვა, სანამ მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g