LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბარამიძე: „აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ – ამ „კადიროვიზაციის“, „ბელარუსიზაციის“ პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“

140
გია ბარამიძე

„აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ „კადიროვიზაციის“, „ბელარუსიზაციის“ პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

აღნიშნულით ბარამიძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მოხდება.

გიორგი ბარამიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ.

მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ

თეა წულუკიანი: „მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად, ის ისტორიაში ვერ შევა როგორც აღმაშენებელი, არამედ შევა როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი – მისი ადგილი არის საკანში“

„ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ ოჯახს“

„კარგად მოგეხსენებათ, რომ როდესაც ეს პუტინის მონა, ბორენკა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საჯაროდ თქვა, რომ ამოცანა არის „ნაციონალური მოძრაობის” განადგურება. ის კი არა, რომ თავისი დაპირებები შეუსრულოს ხალხს – სამუშაო ადგილები მისცეს, იაფი ფული, რომელსაც ჰპირდებოდა, ის კეთილდღეობა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ბანდამ მიიღეს ხალხის ძარცვის ხარჯზე.

რას ამბობენ და რას არ ამბობენ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. მოგიწოდებთ პრესა იქნებით თუ სხვა დაინტერესებული ადამიანები, ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ისინი პიარით არიან დაკავებულები.

„ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ „კადიროვიზაციის“, „ბელარუსიზაციის“ პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია”. – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მამუკა მდინარაძე: „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა – მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g