LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბარამიძე: „ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები, მიშა სააკაშვილი აშენებდა ისეთ საქართველოს, როგორსაც დავით აღმაშენებელი“

179
მიხეილ სააკაშვილი და გია ბარამიძე

„ამ წიგნ­ში არის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი იმ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა, სა­უბ­რე­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბი­სა, რომ­ლებ­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და, რათა სა­ქარ­თვე­ლო უკე­თე­სი და ძლი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო“, – ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კურ­მა მდი­ვან­მა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ, რუს­თავ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვებს და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

„რუს­თავს ჰყავს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ერთ-ერი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც სულ იმარ­ჯვებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის ამ რე­ფე­რენ­დუმ­ზეც გა­ი­მარ­ჯვებს ამ რუ­სეთ­თან მო­თა­ნამ­შრომ­ლე, პუ­ტი­ნის გეგ­მის შემ­სრუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნად და­ვაბ­რუ­ნებთ ევ­რო­კავ­ში­რის­კენ და ნატო-სკენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის კი­დევ ერთხელ: დე­დას აჩ­ვე­ნეს შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის სუ­რა­თი, ამ ყვე­ლა­ფერ­მა მის თვალ­წინ გა­ი­ა­რა და რო­გორ პო­უ­ლობს ძა­ლას, რომ ამ სა­ში­ნელ სა­ცო­ბებ­ში, დღე­ში ორ­ჯერ მი­ვი­დეს თა­ვის შვილ­თან, საკ­ვე­ბი მი­უ­ტა­ნოს და თან გა­და­ი­ტა­ნოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ის, რაც დღეს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აწუ­ხებს: ნაც­ვლად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სამ­სა­ხურ­ში იყოს გა­რეთ, ეკონ­ტაქ­ტე­ბო­დეს მსოფ­ლიო ლი­დე­რებს, ჰქონ­დეს ის ბერ­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა ჰქონ­დეს ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბის­თვის, დღეს ცი­ხე­ში ზის, როცა პუ­ტი­ნის მონა მომ­ჯდა­რია ქვე­ყა­ნას.

ვიც­ნობ და ვმე­გობ­რობთ, მას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ცალ­კე, მო­წყვე­ტით, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან და სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მი­დან არ ჰქო­ნია და აი, აქ არის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი იმ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა, იმ სა­უბ­რე­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ის ახორ­ცი­ე­ლებ­და იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფი­ლი­ყო უკე­თე­სი და ძლი­ე­რი, და მათ შო­რის იმის­თვის, რომ რუ­სე­თის­გან დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა გა­ე­ტა­რე­ბი­ნა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რა­საც ახლა, აი, ასე უტიფ­რად, თავ­ხე­დუ­რად, უნა­მუ­სოდ ან­გრევს, მო­ღა­ლა­ტე ბო­რია ივა­ნიშ­ვი­ლი, რის უფ­ლე­ბა­საც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მის­ცემს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­დაც არ უნდა შე­ვიკ­რი­ბოთ, იქ­ნე­ბა ეს დიდი თუ მცი­რე დარ­ბა­ზი, რუს­თა­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე და ჩვენ 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ამ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის­გან სა­ქარ­თვე­ლოს, რა თქმა უნდა, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ მი­შას და ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მარს, ვინც არის ამ რე­ჟი­მის მიერ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, ხოლო შემ­დეგ, რა თქმა უნდა, მი­შას მო­უ­წევს მერე ბევ­რი ამ­დაგ­ვა­რი წიგ­ნის და­წე­რა, წინ აღმშე­ნებ­ლო­ბის დიდი გზაა.

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი – გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?“

ამ ნა­ძი­რა­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს შემ­ქმნელ კაცს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც კი ჩა­მო­არ­თვეს და მას არა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვენ­თან ერ­თად მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში და ხალ­ხს შეხ­ვდეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მი­შას იმ­დე­ნი, რამ ექ­ნე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი და გა­ა­კე­თებს კი­დეც, რაც წა­ად­გე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას და ჩვენ მას მხარს და­ვუ­ჭერთ, რად­გან ჩვენ ვი­ცით, რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს საქ­მე, რა­საც ვპირ­დე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას, ის მხო­ლოდ მი­ნი­მუ­მია იმი­სა, რა­საც გა­ვა­კე­თებთ.

ჩვენ ვართ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი აშე­ნებ­და და სა­ფუძ­ველს უყ­რი­და ისეთ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორ­საც აშე­ნებ­და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი. ბო­ლოს იმას ვი­ტყვი, რა­ტომ თქვა ივა­ნიშ­ვილ­მა ის, რაც ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი ქარ­თვე­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ჩვენ ბო­დი­ში უნდა მო­ვუ­ხა­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის მტრებს?

„თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი… ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ“ – მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ გამარჯვება ძალიან ახლოს არის.

უამ­რა­ვი ეთ­ნი­კუ­რი ოსი, უამ­რა­ვი ეთ­ნი­კუ­რი აფხა­ზი არის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის მომ­ხრე, არა­ო­კუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რად მეტი ეთ­ნი­კუ­რი ოსი ცხოვ­რობს, ვიდ­რე ოკუ­პი­რე­ბულ­ზე. რა­ტომ თქვა ეს ივა­ნიშ­ვილ­მა და რა­ტომ მო­ი­კი­და მტრად სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბი? იმი­ტომ რომ, და­ვა­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, გა­ა­კე­თოს ეს, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია.

პუ­ტინ­მა, მის­მა უფ­როს­მა, უკე­თე­სად იცის, რომ ის აგებს და აი, რომ აგე­ბენ, იმი­ტომ უნდა მო­ას­წრონ ყვე­ლა­ნა­ი­რი ნა­ძი­რა­ლო­ბა და ღა­ლა­ტი, 20%-ზე მეტი მხარ­და­ჭე­რა არ­სად არა აქვთ, ძა­ლა­დო­ბი­თა და მოს­ყიდ­ვი­თაც კი. ეც­დე­ბი­ან რა­ღა­ცებს, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვათ, არ ეყო­ფათ ძალა არც სუს-ის, არც ჯი­ბის სა­სა­მარ­თლოს, არც ჯი­ბის ცეს­კოს მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით და ჩვენ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ”. – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ.

დავით კირკიტაძე: „ხელისუფლებას არათუ მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია და ამ პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g