LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში ყველაზე ნიჭიერია

giorgi-chakvetadze-scoort-goal-van-de-maand-januari-20180220182749

ბელგიაში წლის საუკეთესო ნიჭიერი ფეხბურთელების გამოკითხვა მიმდინარეობს. ფანებს 10 საუკეთესო ტალანტს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. ბუნებრივია ამ სიაშია ჩვენი გიორგი ჩაკვეტაძე. სიაშია კი არა, ქართველი შემტევი გამოკითხვას დამაჯერებლად ლიდერობს და ალბათ მოიგებს კიდეც.

თავიდან „გენკის“ 20 წლის ნორვეგიელი სანდერ ბერგი ლიდერობდა. მაგრამ სოციალურ ქსელში მოწოდება გაისმა – „მიეცით ხმა გიორგის, ტოპ 10 ბელგიის ჩემპიონატის ტალანტს შორის ის მეორე ადგილზეა, ჯერჯერობით“.

და ჩვენიანმა წინ წაიწია. ახლა „გენტის“ ქართველი ნახევარმცველი დიდი უპირატესობითაა წინ – გიორგის 70%-მდე უჭერს მხარს, ხოლო ნორვეგიელს დაახლოებით 20%.

გამოკითხვას voetbalnieuws.be ატარებს.

„გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში „გენტში“ კარგად თამაშობს. მისით უკვე ისეთი გუნდები დაინტერესდნენ, როგორებიცაა „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „რომა“, „დორტმუნდი“, „რომა“. როგორც ჩანს, ის „გენტს“ ზაფხულში დიდ ფულს მოუტანს“ – ასე უწერია voetbalnieuws.be-ს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები