LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭანტურიას ინგლისიდან აკვირდებიან

44

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “დუისბურგში” გიორგი ჭანტურიას თამაშით ბუნდესლიგის კლუბები: “კიოლნი”, “ვერდერი” და “აუგსბურგი” დაინტერესდნენ.

თუმცა derwesten.de წერს, რომ ქართველი ნახევარმცველით გერმანიის გარეთაც დაინტერესდნენ.

აი, რა განაცხადა 22 წლის ქართველის წარმომადგენელმა, თურქმა სერჩან გიუვენიშიკმა:
“გიორგი ახლა მართლაც კარგ ფორმაშია. ასე რომ, ნორმალურია, რომ მას შეიძლება სხვა კლუბების სკაუტები აკვირდებოდნენ. მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კონკრეტული წინადადებები არ გვაქვს.
ახლა გიორგი სრულად კონცენტრირებულია “დუისბურგის” თამაშებზე, რომ გუნდი გავარდნას გადაურჩეს”.

საიტის ცნობით, ჭანტურიას პრემიერლიგის წარმომადგენელი “კრისტალ პალასისა” და ჩემპიონშიპის წარმომადგენელი “ქუინზ პარკ რეინჯერსის” სკაუტები აკვირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g