33 წლის გიორგი ჩიკვაიძემ საზოგადოების ყურადღება ნინი ბადურაშილთან ერთად გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოებით მიიქცია, სადაც ის მომღერალთან ერთად კანში ისვენებდა. გავრცელდა ხმა, რომ მას ნინისთან რომანი აკავშირებს. მოგვიანებით, გიორგისთან ერთად ნინი ბადურაშვილი კიდევ ერთხელ, ამჯერად, კანში იახტების ყევლაზე გრანდიოზულ ცერემონიალზე გამოჩნდა, გიორგი იქ მონაწილის სტატუსით იყო, ნინიმ კი იმღერა.
ჟურნალმა „სარკემ“ ახალგაზრდა ბიზნესმენთან ინტერვიუ ჩაწერა. ის უკვე ექვს წელზე მეტია, იახტების ბიზნესშია და მის კლიენტებს შორის არიან ბიონსე და ჯეი ზი, რომელთა საკონცერტო ტურნეზე ორჯერ იყო მიპატიჟებული, ოჯახის სტუმრის სტატუსით. ასევე საქმიანი ურთიერთობა აქვს ჯორჯ ბენსონთანაც.
რაც შეეხება ხმებს მისი და ნინის რომანის შესახებ:
„ჩვენ გავხდით კარგი მეგობრები მას შემდეგ, რაც მე აღარ მქონდა სიყვარულის გრძნობა მის მიმართ. იმ პერიოდში, როცა ნინი მიყვარდა, მისგან მხოლოდ მეგობრულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. ბევრ რამეს ვაკეთებდი ნინის მოსახიბლად. მახსოვს, ერთხელ კახეთში ექსკურსიაზე ჩურჩხელები მოვიპარე ადგილობრივის სახლიდან, რადგან აივანზე დაინახა ნინიმ და მოუნდა. ეს იყო უპასუხო სიყვარული და დღეს მისგან აღარაფერი დარჩა. სიყვარულის დასრულების შემდეგ კარგი მეგობრობა დავიწყეთ.
ბევრს მაინც არ სჯერა თქვენი მეგობრობის, თანაც, კანში გარკვეული პერიოდი ისვენებდა ნინი თქვენთან ერთად.
მეც ვთვლი, რომ ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობა შეუძლებელია. არასდროს მსიამოვნებს ყოფილი შეყვარებულის ნახვა სხვა მამაკაცის გვერდით. ასეთი ხასიათი მაქვს, მაგრამ ნინის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ნინიმ იმდენი მოახერხო, რომ როცა „გადამიყვარდა“, მაშინ გავხდით საუკეთესო მეგობრებო.
ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის, დროს კარგად ვატარებთ. რაც შეეხება პირად გრძნობებს, ნინის გვერდით თავს ვეღარ ვხედავ.