LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩიკვაიძე: „დღეს შიმშილობის 27-ე დღეა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და უცვლელია. შიმშილობა არ შეწყდება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანის მოწოდებაა, რომ შევწყვიტო. ეს ჩემი პრინციპული და საპროტესტო გადაწყვეტილებაა“

130
გიორგი ჩიკვაიძე

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი – გიორგი ჩიკვაიძე მორიგ განცხადებას ავრცელებს.

ჩიკვაიძე საზოგადოებას მოუწოდებს და სთხოვს, 8 აპრილს დაანონსებულ მშობლების აქციაზე გაერთიანდნენ და ერთმანეთს მხარი დაუჭირონ.

როგორც დაკავებული ბიზნესმენი ამავე განცხადებაში აღნიშნავს, დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა და მიუხედავად თხოვნისა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ეს მისი საპროტესტო, პრინციპული გადაწყვეტილებაა:

„მე-19 დღეა შიმშილობს! მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება“ – გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

„ხარებას გილოცავთ მეგობრებო!

ხვალ 8 აპრილს დაანონსებულია აქცია ჩვენი მშობლების მეთაურობით, ყველას გთხოვთ, რომ დადგეთ ჩვენი მშობლების გვერდით, რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ ეს არ შეგვიძლია.

დღეს შიმშილობის 27-ე დღეა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და უცვლელია. ეს შიმშილობა არ შეწყდება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანის მოწოდებაა, რომ შევწყვიტო.

გიორგი ჩიკვაიძე: „საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე“

შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსები, მათი ქმედებები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ბრძოლა ინდივიდუალურია – ერთი ერთზე – მე და ჩემი ქვეყნის მტერი.

ეს ჩემი პრინციპული და საპროტესტო გადაწყვეტილებაა.

განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო ყველა სინდისის პოლიტპატიმარი, გამძლეობას ვუსურვებ ბიჭებს. აქ სულ რამდენიმე მეტრი გვაშორებს ერთმანეთს.

ყოველ დღე ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის.

ძალა ერთობაშია!

გავიმარჯვებთ სახელოვნად“. – ნათქვამია გიორგი ჩიკვაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

„მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა“ – ირაკლი პაპიაშვილი

11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

ხარებას გილოცავთ მეგობრებო! ხვალ 8 აპრილს დაანონსებულია აქცია ჩვენი მშობლების მეთაურობოთ, ყველას გთხოვთ, რომ დადგეთ…

Posted by Giorgi Chikvaidze on Monday 7 April 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g