LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

127
ჩიკვაიძე

„რამზეს იახტების“ დამფუძნებელმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაძიემ სრული შიმშილობა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი „ფეისბუქზე“ წერს.

„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ“,- აცხადებს ეკა წერეთელი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი – 8 წლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g