„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ 2024 წლის გაზაფხულზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებსა და 28 ნოემბრიდან რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სტუმრობდა.
„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ასევე ესტუმრა 2024 წლის მაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილის ოჯახს. გიორგი დღემდე პატიმრობაში რჩება, მას აქციის მიმდინარეობისას პოლიციელისთვის ნახევრადსავსე პლასტმასის ბოთლის თვალში მორტყმა ედება ბრალად.
როგორც გიორგი კუჭუაშვილის მეუღლე გადაცემაში ჰყვება, იმის გამო, რომ მათ უფროს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ოჯახი საფრანგეთში გაემგზავრა, 4 წლის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა. ამავე პერიოდში გიორგი „გლოვოზე“ დასაქმდა, პარალელურად კი საპროტესტო აქციებზე დადიოდა.
„როდესაც ჩამოვედით [საქართველოში], გიორგიმ მუშაობა „გლოვოზე“ დაიწყო, პარალელურად, თურმე აქციებზე დადიოდა…
ძალიან ძლიერად არის, არ მოველოდი, ჩვენ რომ დაღვრემილები ვართ, პირიქით, იქიდან გვამხნევებს. გვეუბნება: „ყველაფერი კარგად იქნება, იყავით ძლიერები, ხმა აიმაღლეთ, ეს ყველას ვალია, რადგან აუცილებელია ეს ხელისუფლება შეიცვალოს, რათა ჩვენმა შვილებმა დემოკრატიულ სახელმწიფოში იცხოვრონ“.
19 წლის ვიყავი, როდესაც საფრანგეთში წავედი და ფაქტობრივად იქ გავიზარდე, მთლიანად შევიცვალეთ, გავძლიერდით. როგორ არ უნდა ვიყო მადლიერი? ჩემი შვილის ჯანმრთელობა სრულიად მათ ვანდე და ფაქტი სახეზეა – დღეს ჩემი შვილი კარგად არის“, – ამბობს გიორგი კუჭუაშვილის მეუღლე.
,,გიორგი ციხეში ძალიან ძლიერადაა, ჩვენ თუ დაღვრემილები ვართ, იქიდან გვამხნევებს…",,გიორგი ციხეში ძალიან ძლიერადაა, ჩვენ თუ დაღვრემილები ვართ, გვამხნევებს და გვეუბნება, რომ ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ, რადგან ეს ჩვენი ვალია, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა დემოკრატიულ სახელმწიფოში იცხოვრონ." – ანა, გიორგი კუჭუაშვილის მეუღლე ⭐️გადაცემა სრულად იხილეთ იუთუბზე : https://youtu.be/As35v_QMZAY
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025
ფოტო სლაიდზე: პუბლიკა