LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ცხადაძე: ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, დღესაც საუკეთესო მეგობრები ვართ, ჩხუბითაც ბევრს ვჩხუბობთ, მაგრამ ვიცით, რომ ნენესთან ერთად ერთი გუნდი ვართ, ამიტომ პრობლემები მალევე გვარდება

311
BeFunky-collage (5)

გიორგი ცხადაძემ და სალომე ლემონჯავამ სიყვარულის შესახებ OK! Magazine Georgia-სთან ისაუბრეს.

როგორც გიორგიმ აღნიშნა, სალომე და ის ბავშვობიდან ერთად მოდიან.

მისივე თქმით, ისინი დღესაც ძალიან კარგი მეგობრები არიან, ჩხუბობენ კიდეც, თუმცა მალევე რიგდებიან.

„ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, შესაბამისად, ბევრი საინტერესო თავგადასავალი გვაქვს ერთად გამოვლილი. დღესაც საუკეთესო მეგობრები ვართ, ამასთანავე ძალიან მოგვწონს, გვიზიდავს და გვაინტერესებს ერთმანეთი. ჩხუბითაც ბევრს ვჩხუბობთ, მაგრამ ვიცით, რომ ნენესთან ერთად ერთი გუნდი ვართ, ამიტომ პრობლემები მალევე გვარდება და ჩხუბიც მალევე სრულდება. ვინაიდან ორივეს რთული პროფესია გვაქვს, მიგვაჩნია, რომ ნდობის გარეშე არაფერი გამოვა, სწორედ ამიტომ ვენდობით და გვჯერა ერთმანეთის. თეორიულად ვიცით, რომ ყველა შეყვარებულ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს, მაგრამ რაღაცნაირად გვჯერა, რომ ჩვენი სიყვარული მაინც განსაკუთრებულია, სხვებისას არ ჰგავს. შეიძლება ითქვას, სწორედ ამის რწმენაა, ალბათ, სიყვარულიც – გვჯერა, რომ ჩვენი სიყვარული განსაკუთრებული და სულ ცოცხალია,“ – აღნიშნა გიორგიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g