LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ცხადაძე სიმღერის პრემიერით სტუმრად ,,არ დაიდარდოში”, რომელიც 3 თვის შვილთან ერთად ჩაწერა

15
giorgicxadadze202124

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინოდუდუკიქალები  ტელეწამყვანი, არტისტი და მუსიკოსი გიორგი ცხადაძე სტუმრობდა სიმღერის პრემიერით  ,,გიორგობის თვე”, რომელზე გადაღებულმა კლიპმაც ინტერნეტში ნახვების რეკორდული რაოდენობა დააგროვა.

როგორ  დაიწყო შემოქმედებითი ცხოვრების პირველი ნაბიჯები?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფოლკლორი, რადგან ჩვენი სამშობლოსთვის ერთ-ერთი საამაყო სწორედ ესაა. ქართული სიმღერა ძალიან ბევრმა შეიყვარა. მე პირადად ძველი მივიწყებული სიმღერების ახალ ქავერ ვერსიებს ვაკეთებ. ჩემი ოჯახი ყოველთვის ახლოს იყო ქართულ შემოქმედებით ცხოვრებასთან და სიმღერასთან, ამიტომ მეც ბავშვობიდან ვმღერი. ვიღებდი მონაწილეობას კონცერტებზე, დავდიოდი საფრანგეთში გასტროლზე. გარდატეხის ასაკში ჩემი ხმა ბევრად შეიცვალა, მინდოდა სცენასთან და თეატრთან ახლოს ვყოფილიყავი და ჩავაბარე დრამის სამსახიობოზე, მოვხვდი ნუკრი ქანთარიას ჯგუფში და გავახარე მშობლები, რადგან მოვხვდი უფასოზე. ეს ის საქმიანობა გამოდგა, სადაც ყველაზე ბედნიერი ვარ. მომღერალს ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს, ცოტა მუსიკოსი შეიძლება.

თეატრში მისვლის შემდეგ პირველი როლი, რომ გაიხსენო?

მეოთხე კურსზე ვიყავი, რომ დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, ვთამაშობდი  ჟან-პოლ საარტრის ”ჭუჭყიან ხელებს” . ამ სპექტაკლის შემდეგ ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია დაინტერესდა ჩემით და მიმიყვანა ახმეტელის თეატრში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ კოლექტივში მომიწია ყოფნა, ძალიან კარგი გუნდი შეიკრა. მას შემდეგ ბრაზილიაშიც ვიყავით, ირანში, უკრაინაში და ევროპის ბევრ ქალაქში.

მოგვიყევი სიმღერაზე ,,გიორგობის თვე”, რომელსაც ახლა დავაპრემიერებთ..

პანდემიის პერიოდში მქონდა ბევრი აქტივობა, გადატვირთული რეჟიმი. ვიყავი სახლში ვრეპეტიციობდი გიტარაზე, თუმცა ჩემი შვილი ნენე არ მაცდიდა. თავისებულ მუსიკალურ ხმას გამოსცემდა რაღაცნაირად, შევუბრუნე მიკროფონი და ვცადე ჩემ სიმღერასთან შეხამება. რამდენიმე დღეში მუსიკალური კლიპიც გადავიღე, ამ დროს ნენე 3 თვინახევრის იყო. ვფიქრობ, რომ გამოვიდა ძალიან კარგი ჩემეული ვერსია.

 

გიორგი ცხადაძე – გიორგობის თვე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი ცხადაძე – უფლება. Live

 

გიორგი ცხადაძე – მოდის აპრილი. Live

 

გიორგი ცხადაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები