LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი და ინა ქალდანების ისტორიას უნდა იცნობდეს ყველა: “მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთდროულად იყო წარმატებული ქალი – დედა და სპორტსმენი!”

676
238815424-4373336909393135-7482051290000994395-n

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი გიორგი და ინა ქალდანების ისტორიას ამცნობს საზოგადოებას და წერს, რომ ინა ქალდანი არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთდროულად იყო წარმატებული ქალი – დედა და სპორტსმენი.

“ჩვენ, პარალიმპიადაზე, სამი მედალი გვაქვს. ამ სამი მედლის უკან ბევრად მეტი გამარჯვების ისტორია დგას! თითოეული მათგანი, ვინც აქ ტოკიოში, საქართველო ასახელა, ნამდვილი გმირია!”

“გიორგი და ინა ქალდანების ისტორიას უნდა იცნობდეს ყველა – ჩვენი პარასპორტსმენები მეუღლეები არიან, მათ ჰყავთ პატარა დამიანე. ინას, შვილის გაჩენის შემდეგ, აქტიური სპორტიდან დროებით წასვლა მოუწია, მაგრამ დაბრუნდა სპორტში და დღეს პარალიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთდროულად იყო წარმატებული ქალი – დედა და სპორტსმენი!

გიორგი, ტოკიო 2020-ზე, ნახევარფინალში გავიდა, საბოლოოდ კი მეხუთე ადგილს დასჯერდა, რაც უდავოდ უდიდესი წარმატებაა. ყველამ ვიცით, მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ და ერთად ბევრს ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო მეტად ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და დამიანე ქალდანი. ?❤️

ესეთი მაგარი სპორტსმენები გვყავს ჩვენ და ესეთი ისტორიები ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ!”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g