ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გიორგი დანელიას მეუღლის გალინა დანელიას თქმით, რეჟისორი ექიმებმა ხელოვნური კომიდან უკვე გამოიყვანეს.
ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ფილტვების ანთებით გიორგი დანელია საავადმყოფოში 24 თებერვალს მოხვდა.