LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ძოწენიძე ახალ 2025 წელს ახალ სახლში შეხვდა: „როცა გამოცდილება უკვე გაქვს, მეორე შვილი კიდევ უფრო ტკბილია…“

278
გიორგი ძოწენიძე

გიორგი ძოწენიძე ჟურნალ „სარკეს“ მეორე შვილის შეძენასთან დაკავშირებულ ბედნიერებასა და სიხარულს უზიარებს:

„უფრო ტკბილია მეორე შვილი. როცა უკვე გამოცდილება გაქვს, იცი შვილის სიყვარული, უფრო მეტად აფასებ ამ ემოციას, რომელსაც ხელახლა განიცდი. ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი შვილის ემოცია, განვითარების ეტაპები ხელიდან არ გაუშვა…“

გიორგი მეუღლისადმი ინტერვიუში განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს:

„გარდა იმისა, რომ მიაზეა ბავშვები და ოჯახის საქმეები, მეც ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს და მხარს მიჭერს, საოცარი მეუღლე და მეგობარია, ორი შვილი გვყავს. მარტო ვცხოვრობთ და ყველა საქმეს თავად უძღვება“.

ახალ საცხოვრებელთან დაკავშირებულ კითხვას „ურსას“ სოლისტი ასე პასუხობს:

„მიას დიზაინერული უნარები გამოვიყენეთ და მაქსიმალურად შევეცადეთ, კომფორტი მოგვეწყო. ცოტა უფრო მოზრდილ სახლში გადავედით, საცხოვრებელი უბანი არ შეგვიცვლია, ძველი სახლი ვიყიდეთ, ხელი შევავლეთ, გავარემონტეთ და უკვე ცალკე ოთახი აქვთ ანდრიას და ანიტას. ეს ანიტას ძალიან მოსწონს, ხშირად გვეტყვის ხოლმე, ჩემს ოთახში წავედიო და კარს მიიხურავს. მია ამბობს, ჯერ 3 წლის არის ჩვენი შვილი თუ თინეიჯერია, ვერ ვხვდებიო…“

გიორგი ძოწენიძესთან ვრცელ ინტერვიუს „სარკის“ 22 იანვრის ნომერში გაეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g