LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ძოწენიძე: „ისეთი პერიოდი გამოვიარეთ, როცა ქართული სიმღერა ახალგაზრდებში არცთუ ისე პოპულარული იყო. ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ, ასეთი ნიჭიერი მომღერალი ხარ და აჯობებს, უცხოური იმღეროო…“

177
გიორგი ძოწენიძე

გიორგი ძოწენიძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ სთხოვდნენ წლების წინ, რომ უცხოური სიმღერები შეესრულებინა.

– „ურსამ” ბევრი ქართული სიმღერა სულ სხვაგვარად “აამღერა”. ამას როგორ ახერხებთ?

– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ, თავდაუზოგავად ვშრომობთ და ჩვენს საქმეს მთელი გულით ვაკეთებთ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ხალხის სიყვარული, რომელიც მოვიპოვეთ, უფლის წყალობაა და სხვა არაფერი. ჩვენ ისეთი პერიოდი გამოვიარეთ, როცა ქართული სიმღერა ახალგაზრდებში არცთუ ისე პოპულარული იყო. ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ, ასეთი ნიჭიერი მომღერალი ხარ და აჯობებს, უცხოური იმღეროო… მე ეს არ შემეძლო! მე სწორედ ქართული სიმღერების მომღერალი ვარ, ეს მიყვარს და მგონია, რომ სხვა არც გამომივა, რადგან ყველაზე კარგად ამ ჩარჩოში ვგრძნობ თავს. ამჟამად, საბედნიეროდ, ყველაფერი შეიცვალა: კონცერტებზე იცით, რა ხდება? – წინა რიგებში მოზარდები რომ სხედან, ქართულ სიმღერებს მთელი ხმით, მთელი სულითა და გულით მღერიან. ამ საოცარ ენერგიას მეც ვგრძნობ და მათ მშობლებს მადლობა უნდა ვუთხრა, რომ ასეთი შვილები აღზარდეს. ეს თაობა ბედნიერია იმით, რომ ქართულ სიმღერებს მღერის, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ენერგიის წყაროა. ჩვენც მათი გახარებით არ დავიღლებით, მათ სამსახურში ვიქნებით მთელი ცხოვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g